ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ორ წელში ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეეცდება

მადრიდის რეალი ორ წელში ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეეცდება
თარიღი 15 ნოე 2022, 16:08
მანჩესტერ "სიტის" თავდამსხმელს ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 2024 წლისთვის 180 მილიონი ევრო იქნება, იტყობინება AS.

წყაროს ცნობით, ნორვეგიელი თავდამსხმელის გაფორმების მთავარი პრეტენდენტი მადრიდის "რეალია," რომელმაც უკვე შეიმუშავა ამ გარიგების განხორციელების სტრატეგია, ვინაიდან გამოსყიდვის თანხა მხოლოდ უცხოური კლუბებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდი მანჩესტერ "სიტიში" გასულ ზაფხულს დორტმუნდის "ბორუსიიდან" გადავიდა და "ქალაქელებთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბში 18 შეხვედრაში, 23 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის მიხედვით ჰოლანდის სატრანსფერო ღირებულება 170 მილიონ ევროს შეადგენს.