ავტორიზაცია

არანაირი მოლაპარაკებები, რონალდუ ბაიერნში არ გადავა - ცნობილია მიზეზიც

არანაირი მოლაპარაკებები, რონალდუ ბაიერნში არ გადავა - ცნობილია მიზეზიც
თარიღი 15 ნოე 2022, 21:45
კრიშტიანუ რონალდუ „ბაიერნში“ არ გადავა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მან იუნაიტედის“ შემტევმა გასულ კვირაში მიუნხენურ გუნდთან მოლაპარაკებები აწარმოა.

თუმცა, Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება, რომ შეხვედრა არ ჩატარებულა, რადგან „ბაიერნი“ 37 წლის ფეხბურთელით არ ინტერესდება.

Sky Sports-ის ჟურნალისტი კი იმასაც ამბობს, რომ ტრანსფერი უბრალოდ შეუძლებელია, გამომდინარე რონალდუს ასაკიდან. „ბაიერნს“ სულ სხვა გეგმები აქვს შემადგენლობის თვალსაზრისით, რომელშიც 37 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ამჟამად ნამდვილად არ შედის.