ავტორიზაცია

"არანაირი ეჭვიც კი არ არსებობს", - ლეო მესიმ საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"არანაირი ეჭვიც კი არ არსებობს", - ლეო მესიმ საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
თარიღი 15 ნოე 2022, 21:55
ლიონელ მესიმ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

„ბარსელონაში გვარდიოლას პერიოდი განსაკუთრებული იყო. ის გუნდურად განვითარებაში გვიწყობდა ხელს და უნიკალური თაობა ჰყავდა.

საოცარი გრძნობა იყო, თამაშობდე სადაც გინდა და იცოდე, რომ მაინც მოიგებ, ვინც არ უნდა იყოს მეტოქედ, მოიგებ ისე, როგორც მოგინდება. მტკივნეული წაგებებიც გვქონდა, მაგრამ ვარჯიშებზე თავდაჯერებულები ვიყავით>

ვნანობ, რომ იმ დროს უფრო მეტ სიამოვნებას არ ვიღებდი. როცა ეს შენი ყოველდღიურობაა, მაშინ მის ფასს ვერ იაზრებ. ყველაფერი ისე მარტივი და ბუნებრივი იყო, რომ ვერც კი ვხვდებოდით, რას ვაკეთებდით. დროის შემდეგ კი იაზრებ, რომ ეს რაღაც უნიკალური იყო.

გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია, ეჭვიც კი არ არსებობს. მასში არის რაღაც განსაკუთრებული.“ - აღნიშნა „პსჟ-ს“ ფორვარდმა.