"ვუთხარი, რომ მასზე ბევრი რამ წავიკითხე, მაგრამ ადგილზე სულ სხვა ნეიმარი დამხვდა", - გალტიე
„პსჟ-ს“ მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, ნეიმარის პროფესიონალიზმზე ისაუბრა.
„ნეიმარი პრესეზონზე 4 ივლისს გამოცხადდა, შეთხელებული, გამზადებული. მას თავიდან არ დავლაპარაკებივარ, პირველი ათი დღე დაკვირვების ქვეშ ვიყავი.
ინდივიდუალური საუბრები უკვე იაპონიაში გაიმართა. ვუთხარი, რომ მიხარია მისი მწვრთნელობა. ეს იყო პირველი, რაც გავაკეთე. შემდეგ ვუთხარი, რომ მასზე ბევრი წავიკითხე, თუმცა აქ რაიმე გაფრთხილებების გარეშე მოვედი და მასთან საუბარს ვაპირებდი.
საბედნიეროდ, ნეიმარი, რომელიც მე გავიცანი, დიდი პროფესიონალი აღმოჩნდა. ის ვარჯიშებისთვის ემზადება, ადრე მოდის და არასდროს არ ტოვებს. ეს არის შერწყმა: კლუბის მხრიდან დავალდებულების და მისი მოტივაციის. აშკარაა, რომ მისი მიზანი - მსოფლიო ჩემპიონატია.
შემდეგ, ვფიქრობ, როცა მე და ლუიშ კამპუში გუნდს ვიბარებდით, ძალიან კატეგორიულებიც ვიყავით: გუნდზე მაღლა ვერავინ დადგება.“ - აღნიშნა „პსჟ-ს“ მწვრთნელმა.