ავტორიზაცია

"ეს არ არის ხუმრობა, ნომრები სწორედ ამ პრინციპით გავანაწილეთ "- ლუის ვან გაალი

"ეს არ არის ხუმრობა, ნომრები სწორედ ამ პრინციპით გავანაწილეთ "- ლუის ვან გაალი
თარიღი 16 Nov 2022, 16:50
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა პრესკონფერენციაზე გუნდში ნომრების განაწილების პრინციპზე ისაუბრა.

"მოთამაშეებს ასაკის მიხედვით მივეცი ნომრები. შეიძლება ეს ხუმრობით მიიღეთ, მაგრამ ეს არ არის ხუმრობა. პრესკონფერენციებზე არასდროს ვხუმრობ. ნომრების არჩევანი ნამდვილად ასაკთანაა დაკავშირებული“, - თქვა ვან გაალმა.

ნიდერლანდების ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩს 21 ნოემბერს სენეგალის წინააღმდეგ გამართავს. A ჯგუფში ასევე  ყატარი და ეკვადორი ითამაშებენ.