ავტორიზაცია

გრემ პოტერმა ჩელსის მფლობელს რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე საკუთარი პოზიცია დაუფიქსირა

გრემ პოტერმა ჩელსის მფლობელს რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე საკუთარი პოზიცია დაუფიქსირა
თარიღი 16 ნოე 2022, 23:32
„ჩელსის“ მთავარ მწვრთნელს, გრემ პოტერს, კრიშტიანუ რონალდუს ხილვა საკუთარ გუნდში არ სურს.

როგორც იცით, ასეთი იდეით შეპყრობილია კლუბის მფლობელი ტედ ბოელი, რომელსაც თომას ტუხელთან სწორედ იმის გამო დაეწყო კონფლიქტი, რომ გერმანელს რონალდუს ხილვა „ჩელსიში“ არ სურდა.

თუმცა, იგივე აზრზეა პოტერიც, რომელსაც გუნდში ახალი პროექტის აშენება სურს და მასში კრიშტიანუს ადგილი არ არის.

დიდი ალბათობით, ბოელი პოტერის პოზიციას გაითვალისწინებს და კრიშტიანუს „სტემფორდ ბრიჯზე“ ხილვა ნაკლებად იქნება შესაძლებელი.