ავტორიზაცია

"20 წლის ასაკში ეროვნულ გუნდში მიწვევას რომ მიიიღებ, ეს ძალიან დიდი სტიმულია "- საბა საზონოვი

"20 წლის ასაკში ეროვნულ გუნდში მიწვევას რომ მიიიღებ, ეს ძალიან დიდი სტიმულია "- საბა საზონოვი
თარიღი 17 ნოე 2022, 01:53
მოსკოვის "დინამოს" 20 წლის მცველმა საბა საზონოვმა, რომელიც ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახა, პირველ ემოციებზე ისაუბრა.

"საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება სასიხარულო მოვლენაა, რადგან წინა სანაკრებო ფანჯრის დროს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში პირველად მოვხვდი.

ბუნებრივია, 20 წლის ასაკში ეროვნულ გუნდში მიწვევას რომ მიიიღებ, ეს ძალიან დიდი სტიმულია, რათა გააგრძელო ზრდა და განვითარება. ძალიან ბედნიერი ვარ და შევეცდები, ნდობა გავამართლო.

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი 2023 წელს გაიმართება და მე იქ ასაკიდან გამომდინარე მოვხვდები. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ მთავარ გუნდში გამომიძახეს, მაგრამ ევროპაზე თამაში მსურს.

ამასთან ერთად, ძალიან საინტერესო ჯგუფი გვაქვს: ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია. ვფიქრობ, ეს ყველაზე ძლიერი ჯგუფია.
", - თქვა საზონოვმა რუსულ მედიასთან საუბარში.