ავტორიზაცია

"მე მადიანი ხილი ვარ, რომლის ჩაკბეჩაც ხალხს უნდა, ალბათ მარწყვი", - რონალდუს სკანდალური ინტერვიუს პერიფრაზი

"მე მადიანი ხილი ვარ, რომლის ჩაკბეჩაც ხალხს უნდა, ალბათ მარწყვი", - რონალდუს სკანდალური ინტერვიუს პერიფრაზი
თარიღი 17 ნოე 2022, 10:51
პირს მორგანის არხზე კრიშტიანუ რონალდუს კარიერის ყველაზე ხმაურიანი ინტერვიუს პირველი ნაწილი გამოვიდა.

გიყვებით მთავარს, რაც მოვისმინეთ.

„ინტერვიუს იმიტომ ვწერ, რომ დრო მოვიდა, რაღაც ვთქვა და თქვენ მომწონხართ. სიმართლე გითხრათ, „სიტიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. გვარდიოლამ ორი კვირის წინ თქვა, რომ ისინი ჩემ გადაბირებას ძალიან ცდილობდნენ. თუმცა, გადამწყვეტი როლი სერ ალექს ფერგიუსონმა იქონია. გადაწყვეტილება მე პირადად მივიღე და არ ვნანობ, რადგან გულს მოვუსმინე.

რა თქმა უნდა, მიხარია, რომ „ემიუში“ გადასვლის შემდეგ პირველ 24 საათში გაყიდული მაისურების რეკორდი დავამყარე. როგორც იცით, მე არ მივსდევ რეკორდებს, პირიქით. ის კი, ჩემს წიგნში კიდევ ერთია.

სიმართლე გითხრათ, „მან იუნაიტედში“ როცა ვბრუნდებოდი, მეგონა რომ რაღაცები შეიცვალა. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი განსხვავებული იქნებოდა: ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურა. თუმცა გაკვირვებული დავრჩი, რომ ყველაფერი იგივე დონეზე დარჩა. კლუბის არასტაბილურობამ გამაკვირვა. აქ საათი გაჩერებულია.

„იუნაიტედში ნულოვანი პროგრესია „რეალთან“ და „იუვენტუსთან“ შედარებით. ისინი სამყაროს უკან მოჰყვებიან - ტექნოლოგიაშიც, კვებაშიც. „მან იუნაიტედი“ უამრავი ტოპ-კლუბის უკან არის, რაც ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ „ემიუ“, ჩემი მოსაზრებით, მოწინავე უნდა იყოს.

ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, ევოლუციას ვერ ვხედავ. მათ მწვრთნელად სპორტული დირექტორი რანგნიკი დაპატიჟეს და ეს ვერავინ ვერ გაიგო, ის მწვრთნელიც კი არ არის. როგორ შეიძლება „მან იუნაიტედს“ წვრთნიდე, თუ მწვრთნელი არ ხარ? ასეთი შეცდომების გამო, გუნდი „სიტის“ და „ჩელსის“ უკან მოდის.



არავინ, მათ შორის, ვისაც მე ველაპარაკე, არ იცოდა ვინ არის რანგნიკი. მას „ბოსს“ ვეძახდი, იმიტომ რომ პატივისცემას ვიჩენდი. მაგრამ, მას უფროსად არ ვთვლიდი. თუ ხუთი წელია მწვრთნელი არ ყოფილხარ, შენს ინდივიდუალურობას კარგავ.

სიმართლე გითხრათ, რანგნიკის პრესინგ-იდეები ვერ გავიგე. ახალი მწვრთნელები, რომლებიც მოდიან, ფიქრობენ, რომ უდაბნოში უკანასკნელი „კოკა-კოლა“ აღმოაჩინეს, რაც ჩემთვის გაუგებარია.

მე ყოველთვის საუკეთესო მწვრთნელებს შორის ვიყავი - ანჩელოტი, მოურინიო, სანტუში, ალეგრი, ამიტომ ვიცი, ვის უნდა შევადარო.

ზოგ მწვრთნელს ფეხბურთში რევოლუციის მოხდენა სურს, რასაც არ ვეთანხმები, მე ჩემი აზრი მაქვს, მათ საკუთარი, მაგრამ ეს ბიზნესის ნაწილია.

სოლსკიაერი მომწონს, ის შესანიშნავი ადამიანია. როგორც მწვრთნელს, მას არ გამოუვიდა ის, რაც სურდა, მაგრამ გააკეთა, რაც შეეძლო. დიდი სამუშაო შეასრულა, უფრო მეტი დრო სჭირდებოდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ის კარგი მწვრთნელი იქნებოდა.

არ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები უფროსებს პატივს არ სცემენ. ისინი უბრალოდ სხვა ერაში ცხოვრობენ, მათ სხვა მენტალობა აქვთ. მათთვის ყველაფერი უფრო მარტივი მისაღწევია და ისინი „არ იტანჯებიან“. არ ვლაპარაკობ მხოლოდ „მან იუნაიტედზე“, ყველგან ასეა. თუმცა, ახლა მათ არ ვადანაშაულებ, ეს ცხოვრების ნაწილია. ტექნოლოგიები ყურადღებას გაფანტინებს. ისინი გისმენენ, მაგრამ ერთ ყურში შესდით, მეორედან კი გამოსდით. როცა ახალგაზრდა ვიყავი, გამოცდილებას რუდ ვან ნისტელროისგან, ფერდინანდისგან, როი კინისგან და გიგსისგან ვიღებდი, რაც დამეხმარა.

რჩევების დარიგება არ მიყვარს, მირჩევნია, სამაგალითო ვიყო და ვარ კიდეც: პირველი მოვდივარ, ბოლო მივდივარ. ბევრი ახალგაზრდაც კი არ იმეორებს ამ ყველაფერს.

ჩემი თაობიდან ბევრი თამაშობს ტოპ-დონეზე 37-38 წლის ასაკში? დაითვალეთ, რამდენი დღევანდელი ახალგაზრდა შეძლებს ამის გამეორებას.

ვის მიდგომას ვცემ პატივს დღევანდელი ახალგაზრდებიდან? დალოტის. პროფესიონალი, ჭკვიანი, ახალგაზრდა. არიან სხვებიც, მაგალითად ლისანდრო მარტინესიც.

ახალშობილი შვილის სიკვდილი - მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტია. ეს ჩემთვისაც და ჯორჯინასთვისაც რთული იყო, ვერ გავიაზრეთ, რატომ დაგვემართა ასეთი რამ. რთული იყო ამის გადატანა, მაგრამ ვთქვი: „შვილები გვყავს და შეგვიძლია, ბედნიერები ვიყოთ.“ ქალიშვილი ბელა მშობიარობას გადაურჩა და არასდროს ვყოფილვარ ერთდროულად ასეთი გახარებული და ასეთი განადგურებული ერთდროულად. ეს ძალიან უცნაური იყო, არ იცი, როგორი რეაქცია გქონდეს. საშინელი შეგრძნება და ემოციებია.

როცა სახლში დავბრუნდით, ბავშვები კითხულობდნენ: „მეორე ბავშვი სად არის? სად არის მეორე პატარა?“ უფროსს ველაპარაკე, ის 12 წლის არის, კარგი საუბარი შედგა და ერთად ვტიროდით.

საბოლოოდ, მე და ჯორჯინამ გადავწყვიტეთ: „მოდი, მათთან გულწრფელები ვიყოთ. რთული იყო. მაგრამ სიმართლე ვთქვით. ამ ისტორიამ ჯიოსთანაც და ბავშვებთანაც დამაახლოვა. მამაჩემის და პატარის ნეშთი ჩემთან მაქვს შენახული და მათ ველაპარაკები ხოლმე. ისინი მეხმარებიან, რომ უკეთესი ადამიანი და უკეთესი მამა ვიყო.

გულშემატკივართა ასეთ მხარდაჭერას არ ველოდი, მხოლოდ „ლივერპულზე“ არ მაქვს საუბარი, მთელი ქვეყნის ფანებზე ვამბობ. მივიღე წერილი სამეფო ოჯახისგანაც, რამაც გამაკვირვა. ინგლისს პატივს ვცემ, იმიტომ რომ ისინი ამ რთულ მომენტში ჩემთან მოსიყვარულეები იყვნენ.

ვინ იცის, გვეყოლება თუ არა კიდევ შვილები. ამ დროისთვის, ჩვენ ჩვენი საქმე შევასრულეთ და ვტკბებით იმით, რაც გვაქვს.

ფეხბურთში ამ მოვლენების შემდეგ დაბრუნება გამიჭირდა, მაგრამ ჯიო დამეხმარა, დაბრუნების შესაძლებლობა მომცა. ის ძალიან ძლიერია. მან ჩემთან ერთად ბევრი რამ გადაიტანა. არგენტინაში დაიბადა, ოჯახში პრობლემები ჰქონდა. თუმცა, თავისი ასაკისთვის ის ძალიან ჭკვიანია. კარგი წყვილი ვართ, რომელიც ერთმანეთს ეხმარება.



საქორწინო ბეჭდები? მგონია, რომ ეს ჯერ არ დაგვიმსახურებია. მომავალში - კი, მინდა.

ვაფასებ რთულ მომენტებს, რათა დავინახო, თუ ვინ არის შენს მხარეზე და ვინ უფრო მეტად გაგაკრიტიკებს. იმიტომ, რომ ისინი ამას ეძებენ. კრიტიკოსებს წარმატებული ხალხი არ უყვართ.

ახლა პრესა უფრო მეტად მაკრიტიკებს, რის მიზეზსაც ვერ ვხვდები. პორტუგალიურიც კი. ვფიქრობ, რაღაც მხრივ, შურის ბრალიც არის. 21 წელია ამ თამაშში ვარ და ჩემთვის ეს პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს.

კარგია, რომ კითხვა არ მიყვარს. პრესა - ნაგავია. მთლიანად არა, მაგრამ უმეტესობა სიმართლეს არ ლაპარაკობს. ამიტომ, რატომ უნდა წავიკითხო?

ვამაყობ ინსტაგრამში ჩემი აუდიტორიით. კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს, რატომ ვარ ნომერ პირველი (გამომწერებით). საქმე მხოლოდ ფეხბურთში არ არის, ასევე ქარიზმაშია, გარეგნობაც მეხმარება. სიმართლე გითხრათ, მიზეზი არ ვიცი, მაგრამ მე ვარ ხილი, რომლის ჩაკბეჩაც ხალხს სურს, მადიანი ხილი. ალბათ, მარწყვი.

მე მადარდებს ის ადამიანები, ვისაც ვუყვარვარ. კრიტიკოსებზე კი დროს არ ვხარჯავ.

არ მესმის, რუნი ასე ხშირად რატომ მაკრიტიკებს. შეიძლება, ჩემი შურს. იმიტომ, რომ მან კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა. არ ვამბობ, რომ მასზე უკეთესადაც გამოვიყურები. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ასეცაა.

კრიტიკოსი გარი ნევილი - ჩემი მეგობარი არ არის, ის ჩემი კოლეგაა. ხალხს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი აზრი, მაგრამ მათ არ იციან, რა ხდება ვარჯიშებზე, ჩემ პირად ცხოვრებაში. უბრალოდ გაკრიტიკებენ სრული ისტორიის ცოდნის გარეშე. კრიტიკა - ჩემი გზის ერთ-ერთი ნაწილია, ისინი აგრძელებენ გაკრიტიკებას, მე კი - ჩემ გზას.

ფერდინანდის და კინის მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. როი ჩემი კარიერის საუკეთესო კაპიტანი იყო, რიო კი ძალიან მეხმარებოდა, ჩემი მეზობელი იყო. ისინი კარგი ბიჭები არიან. ისინი თავად იყვნენ გასახდელში, ფეხბურთელები იყვნენ და მოთამაშეების აზროვნება ესმით.“