ავტორიზაცია

ლივერპული ფირმინოსთან ახალ გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს?

ლივერპული ფირმინოსთან ახალ გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს?
თარიღი 17 ნოე 2022, 17:42
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რობერტო ფირმინომ შესაძლოა, "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს. 

მანამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ გუნდი თავდამსხმელთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

Goal-ის ცნობით, "მერსისაიდელები" ბრაზილიელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით. 

31 წლის ფირმინომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.