ავტორიზაცია

წლის ბოლო მატჩი წავაგეთ: საქართველოს ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა

წლის ბოლო მატჩი წავაგეთ: საქართველოს ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა
თარიღი 17 ნოე 2022, 22:00
2022 წლის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა მაროკოსთან გამართა და 3:0 დამარცხდა.

მე-5 წუთზე ანგარჯში ენ-ნესირმა გახსნა, 29-ე წუთზე კი ზიეჩმა ცენტრიდან ულამაზესი გოლი გაიტანა.

72-ე წუთზე ბუფალიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და მუნდიალის დაწყების წინ, მაროკომ კომფორტული სხვაობით მოიგო.

სამწუხაროდ, ვილი სანიოლის გუნდმა 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 2022 წელი ასე დაასრულა.