ავტორიზაცია

Globe Soccer Awards-ზე ისტორიაში საუკეთესო მცველი დასახელდა

Globe Soccer Awards-ზე ისტორიაში საუკეთესო მცველი დასახელდა
თარიღი 17 ნოე 2022, 22:15
„პსჟ-ს“ მცველი სერხიო რამოსი, ისტორიაში საუკეთესო მცველად დაასახელეს.

ესპანელმა, რომელსაც პარიზამდე „რეალსა“ და „სევილიაში“ აქვს ნათამაშები, ეს ჯილდო Globe Soccer Awards-ზე მიიღო.

რამოსის გარდა, დიდი კარიერისთვის პრიზები მიიღეს ზლატან იბრაჰიმოვიჩს, უეინ რუნის და რომარიოსაც.

მენეჯმენტში მიღწევებისთვის ჯილდო გადაეცა ადრიანო გალიანის, რომელიც ადრე „მილანში“ მუშაობდა, ახლა კი „მონცაში“ მოღვაწეობს.

„ასტონ ვილას“ დამრიგებელს უნაი ემერის სამწვრთნელო კარიერისთვის გადაეცა შესაბამისი ჯილდო.