ავტორიზაცია

"დემბელეს სათამაშო ფორმა? მასზე საუბარი რთულია"- აურელიენ ჩუამენი

"დემბელეს სათამაშო ფორმა? მასზე საუბარი რთულია"- აურელიენ ჩუამენი
თარიღი 18 ნოე 2022, 12:11
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა აურელიენ ჩუამენმა "ბარსელონას" ნახევარმცველის, უსმან დემბელეს თამაშიდან მიღებული შთაბეჭდილებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

„დემბელეს ფორმა? რთულია მასზე საუბარი, რადგან ის ბარსელონაში თამაშობს", - თქვა მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა.

ჩუამენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მონაკოდან" გადავიდა "სამეფო კლუბში". ტრანსფერის თანხა, ბონუსების ჩათვლით, შესაძლოა 100 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.