ავტორიზაცია

საზონოვი კვარაცხელიაზე: "ხვიჩა ყოჩაღია, ძალიან მოუმატა"

საზონოვი კვარაცხელიაზე: "ხვიჩა ყოჩაღია, ძალიან მოუმატა"
თარიღი 18 ნოე 2022, 16:48
საქართველოს ნაკრების და მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზონოვმა "ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

საქართველოს ნაკრებში საზონოვის დებიუტი "მაროკოს" წინააღმდეგ (0:3) შედგა, 20 წლის მცველი 78-ე წუთზე სათადარიგოში სკამიდან შევიდა. კვარაცხელიამ შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

"ხვიჩა ყოჩაღია, ძალიან მოუმატა, ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ გადავეყარეთ, როცა ის რუბინში თამაშობდა, მაგრამ არც დრო გაგვიგტარებია ერთად და არც პირადად გვისაუბრია ერთმანეთთან. “, - თქვა საზონოვმა რუსულ მედიასთან საუბარში.