ავტორიზაცია

აპირებს თუ არა ბაიერნი მანეს ტრავმის გამო ზამთარში შეტევის გაძლიერებას?

აპირებს თუ არა ბაიერნი მანეს ტრავმის გამო ზამთარში შეტევის გაძლიერებას?
თარიღი 18 ნოე 2022, 22:47
სადიო მანემ ტრავმა მიიღო და საფეხბურთო მოედანს 3-4 თვით ჩამოშორდა.

პრესაში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბევრი დაიწერა, რომ „ბაიერნი“, მანეს ტრავმის გამო, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერებას შეეცდება.

თუმცა, გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მიუნხენურმა გრანდმა იანვარში შეტევის გაძლიერება გამორიცხა და გუნდი ეცდება ფონს იმ გუნდით გავიდეს, რომელიც განკარგულებაში ჰყავს.

შესაბამისად, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი „ალიანც არენაზე“ ზამთარში გამორიცხულია.