ავტორიზაცია

"ეს მუდამ ხიჭვად მექნება, უკეთ შემეძლო გამკლავება", - ლაპორტა მესის წასვლაზე

"ეს მუდამ ხიჭვად მექნება, უკეთ შემეძლო გამკლავება", - ლაპორტა მესის წასვლაზე
თარიღი 18 ნოე 2022, 23:35
ჟოან ლაპორტამ ისაუბრა ემოციებზე, რომელიც ლეო მესის „პსჟ-ში“ წასვლამ გამოიწვია.

„რამდენად იმოქმედა ჩემზე ლეო მესის წასვლის სიტუაციამ? ძალიან. ვერ ვხვდებოდით, სწორად როგორ მოვქცეულიყავით ამ სიტუაციაში. პასუხისმგებლობას ჩემზე ვიღებ, თუმცა არც ისე ბევრი ვარიანტი მქონდა.

ეს არის პრობლემა, რომელიც მუდამ ხიჭვად მექნება, რადგან სიტუაციის უკეთ გადაჭრა შეგვეძლო.

როცა გუნდში ლეო მესისნაირი ფეხბურთელი გყავს, ყოველთვის დიდებულია, ის მსოფლიოს საუკეთესოა.

დარწმუნებულები ვართ, მესიმ იცის, რომ „ბარსელონა“ მისი სახლია და ის ძალიან გვიყვარს.

„პსჟ-ს“ და მესისადმი პატივისცემის გამო, ეს არის თემა, რომელსაც დიდად არ ვუღრმავდებით.“ - აღნიშნა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა.