ავტორიზაცია

"მბაპე მხეცია, მას აქვს დიდი ქარიზმა, რომელსაც შეუძლია ხალხის მიზიდვა"- მაურისიო პოჩეტინო

"მბაპე მხეცია, მას აქვს დიდი ქარიზმა, რომელსაც შეუძლია ხალხის მიზიდვა"- მაურისიო პოჩეტინო
თარიღი 19 ნოე 2022, 15:09
"პსჟ"-ს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის და ბრაზილიის პერსპექტივებთან ერთად, ფრანგ თავდამსხმელ კილიან მბაპეზეც ისაუბრა.

სპეციალისტის თქმით, ბრაზილიის წარმატება არგენტინასთან მუნდიალზე ლიდერებზე, ლიონელ მესიზე და ნეიმარზე იქნება დამოკიდებული. პოჩეტინომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მბაპე თანაგუნდელებზე ახალგაზრდაა, ის ასევე საკმაოდ მომწიფებული ფეხბურთელია.

"კილიანი მხეცია, მას აქვს დიდი ქარიზმა, რომელსაც შეუძლია ხალხი მიზიდვა, მაგრამ მას მაინც სჭირდება საკუთარი თავის პოვნა", - თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბოლოს სამხრეთ ამერიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 2002 წელს მოიგო, როდესაც ბრაზილიელებმა ფინალურ მატჩში გერმანია დაამარცხეს (2:0).