ავტორიზაცია

შევსება ეროვნული ნაკრებიდან - ახალგაზრდულ ნაკრებს სამი ფეხბურთელი დაემატა

შევსება ეროვნული ნაკრებიდან - ახალგაზრდულ ნაკრებს სამი ფეხბურთელი დაემატა
თარიღი 20 ნოე 2022, 12:32
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 21 ნოემბერს გორში "თენგიზ ბურაჯანაძის სტადიონზე" უკრაინასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. 

რამაზ სვანაძის ნაკრებს ამ მატჩისთვის ეროვნული გუნდიდან სამი ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი დაემატა.

შეგახსენებთ, რომ სამივე ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მაროკოსთან (0:3) წლის ბოლო ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა კი 16 ნოემბერს პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, ისრაელს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.