ავტორიზაცია

ფირმინო მზადაა ლივერპულთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს

ფირმინო მზადაა ლივერპულთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს
თარიღი 20 ნოე 2022, 17:08
როგორც ჩანს, რობერტო ფირმინო "ლივერპულში" კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ითამაშებს. 

Calciomercato-ს ცნობით, ბრაზილიელი თავდამსხმელი მზადაა "მერსისაიდურ" კლუბთან ახალი კონტრაქტი 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმოს.

რობერტო ფირმინო ლივერპულში 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მას შემდეგ ბრაზილიელმა "ლივერპულის" შემადგენლობაში 348 მატჩი ჩაატარა, 107 გოლი გაიტანა და 78 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ რობერტო ფირმინო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა.