ავტორიზაცია

ვირჯილ ვან დეიკმა ლივერპულში უძლიერესი თანაგუნდელი დაასახელა

ვირჯილ ვან დეიკმა ლივერპულში უძლიერესი თანაგუნდელი დაასახელა
თარიღი 20 ნოე 2022, 18:10
ნიდერლანდების ნაკრების და "ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა უძლიერესი თანაგუნდელის დასახელება სთხოვეს.

"მე ვიტყოდი, რომ ლივერპულში ეს არის რობერტო ფირმინო. მე ვიცი, რა რთულია მის წინააღმდეგ თამაში. “, - თქვა ვან დეიკმა Pitch Side პოდკასტში.

რობერტო ფირმინოს "ლივერპულთან" მოქმედი კონტრაქტი 2023 ზაფხულამდეა ძალაში. ბრაზილიელი თავდამსხმელი უახლოეს მომავალში "მერსისაიდურ" კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ფირმინო "ლივერპულში" 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მას შემდეგ ბრაზილიელმა "ლივერპულის" შემადგენლობაში 348 მატჩი ჩაატარა, 107 გოლი გაიტანა და 78 საგოლე გადაცემა შეასრულა.