ავტორიზაცია

ჯორდან პიკფორდის ტრანსფერით ლონდონის ჩელსი ინტერესდება

ჯორდან პიკფორდის ტრანსფერით ლონდონის ჩელსი ინტერესდება
თარიღი 20 ნოე 2022, 18:21
The Sun-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსი" ინგლისის ნაკრების და "ევერტონის" მეკარით ჯორდან პიკფორდის ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, "არისტოკრატების" ხელმძღვანელობა ყურადღებით დააკვირდება 28 წლის ინგლისელის გამოსვლას ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე.

პიკფორდის მოქმედი კონტრაქტი "ევერტონთან" 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. Transfermarkt მეკარეს 28 მილიონ ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ინგლისის ნაკრები ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე  ირანს, აშშ-ს და უელსის ნაკრებებს შეხვდებიან.