ავტორიზაცია

ხმაურიანი გამარჯვება - თემურ ქეცბაიას კვიპროსმა სტუმრად ისრაელი 5-გოლიან მატჩში დაამარცხა

ხმაურიანი გამარჯვება - თემურ ქეცბაიას კვიპროსმა სტუმრად ისრაელი 5-გოლიან მატჩში დაამარცხა
თარიღი 20 ნოე 2022, 23:09
საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას კვიპროსმა სტუმრად ისრაელის ნაკრები დაამარცხა.

შეხვედრა „ჰამოშავას სტადიონზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ნაკრები მატჩამდე სრულ ფავორიტად მოიაზრებოდა.

ქეცბას გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში ებრაელებმა 1 წუთში ორი გოლი გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს.

მიუხედავად ამისა, 82-ე წუთზე კვიპროსელებმა მესამე გოლიც შეაგდეს და ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვეს.

კვიპროსის სათავეში ეს ქეცბას მე-4 მატჩი იყო და მან 2 გამარჯვება მოიპოვა და 2 მარცხი იწვნია.