ავტორიზაცია

"რასაც ის აკეთებს, სხვა ვერავინ - ამ პოზიციაზე წარმოდგენა შეცვალა", - მილანის ფეხბურთელის ქება თვით პაოლო მალდინისგან

"რასაც ის აკეთებს, სხვა ვერავინ - ამ პოზიციაზე წარმოდგენა შეცვალა", - მილანის ფეხბურთელის ქება თვით პაოლო მალდინისგან
თარიღი 20 ნოე 2022, 23:36
„მილანის“ ლეგენდამ და დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, გუნდის განაპირა მცველის, ტეო ერნანდესის თამაში შეაფასა.

„თუ ტეო „მილანში“ იმ მატჩების მესამედ მაინც ჩაატარებს, რომლებიც მე ჩავატარე, გოლებით გადამასწრებს, ეს აშკარაა. მე ბომბარდირი არასდროს არ ვყოფილვარ.

ბედნიერი ვიქნები, თუ გადამისწრებს, იმიტომ რომ ეს გოლები სიხარულს მომიტანს.

ის ნამდვილი ფლანგის მცველია, მაგრამ რასაც ტეო აკეთებს, სხვა ვერავინ, განსაკუთრებით შეტევის ცოდნის, ასისტების კეთების და ცენტრში შეწევის თვალსაზრისით. რაღაც მხრივ მან განაპირა მცველზე წარმოდგენა შეცვალა.

პირველ წელს, ის თითქოს 70-ე წუთს ელოდა, რათა თავისი სპრინტი შეესრუელბინა, რაც განსაკუთრებით გასაოცარია იმის ფონზე, რომ საგოლე პასის გაკეთების ან გოლის გატანის წინ, ის 70 მეტრს ფარავს სისწრაფეზე.“ - აღნიშნა მალდინიმ.