ავტორიზაცია

"ხვიჩა ჰიპერპროფესიონალი გახდა"- ლეონიდ სლუცკი

"ხვიჩა ჰიპერპროფესიონალი გახდა"- ლეონიდ სლუცკი
თარიღი 21 ნოე 2022, 12:57
რუსმა სპეციალისტმა ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მუშაობდა, ქართველი ფეხბურთელის თამაშიდან მიღებულ შთაბეჭდილებაზე ისაუბრა.

„ხვიჩა ახლა გახდა ჰიპერპროფესიონალი, მან დაიქირავა ინდივიდუალური ფიზიოთერაპევტი, რომელიც რუბინში იყო. ის ზუსტად მიხვდა, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი.

მე მესმოდა, რომ პირველ თამაშებში ის დაცვაში ცუდად ითამაშებდა. დავინახე: როგორც კი ანგარიში კომფორტული გახდა, ლუჩიანო სპალეტიმ მაშინვე მოხსნა ხვიჩა, რადგან მისი შეკავება იყო საჭირო.

მაგრამ ყოველ შემდეგ შეხვედრაში კვარაცხელიას თავდაცვითი თვისებები მატულობდა და ის უფრო მეტ მოცულობას ფარავდა, ამასთან  თავდაჯერებულობა მატულობდა. ",- თქვა სლუცკიმ.