ავტორიზაცია

ევროპული ნაკრებები One Love სამკლაურს 2022 წლის მუნდიალზე აღარ გაიკეთებენ - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია

ევროპული ნაკრებები One Love სამკლაურს 2022 წლის მუნდიალზე აღარ გაიკეთებენ - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია
თარიღი 21 ნოე 2022, 15:35
უელსის, გერმანიის, ბელგიის, შვეიცარიის, დანიის და ნიდერლანდების ნაკრებებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე One Love კაპიტნის სამკლაურის გამოყენებაზე უარი თქვეს.

მოგეხსენებათ, ფიფამ გუნდებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ აღნიშნული სამკლაური არ გაეკეთებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამას შესაძლოა, სპორტული სანქციები ან კაპიტანთა გაფრთხილება გამოეწვია. 

მანამდე არაერთი ეროვნული ნაკრები გეგმავდა ამ სამკლაურის გამოყენებას საზოგადოებაში არსებული ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.