ავტორიზაცია

Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერ ლიგაში ფასები განაახლა - საბა საზონოვის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა

Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერ ლიგაში ფასები განაახლა - საბა საზონოვის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა
თარიღი 21 ნოე 2022, 23:56
ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.

ეს განახლება საქართველოს ნაკრების და მოსკოვის "დინამოს" ცენტრალურ მცველს საბა საზონოვსაც შეეხო. 

20 წლის ფეხბურთელის ფასი აქამდე მილიონი გახლდათ, განახლების შემდეგ კი 2 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საზონოვის საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი 17 ნოემბერს მაროკოსთან (0:3) ჰქონდა. 

რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა მცველმა მოსკოვის "დინამოს" რიგებში 14 მატჩი ჩაატარა.