ავტორიზაცია

ოფიციალურად: პეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: პეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 23 ნოე 2022, 15:39
მანჩესტერ "სიტიმ" ხოსეპ გვარდიოლასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. 

ესპანელმა "ქალაქელებთან" ხელშეკრულება 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ხოსეპ გვარდიოლა მანჩესტერ "სიტის" 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. ესპანელის ხელმძღვანელობით "ქალაქელებმა“ პრემიერ ლიგის ჩემპიონის 4 ტიტული მოიპოვეს.

მანჩესტერ "სიტი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ლიდერ "არსენალს" ხუთი ქულით ჩამორჩება.