ავტორიზაცია

"მიხარია, რომ მას მადარებენ", - მამარდაშვილმა დონარუმასთან შედარებაზე ისაუბრა

"მიხარია, რომ მას მადარებენ", - მამარდაშვილმა დონარუმასთან შედარებაზე ისაუბრა
თარიღი 24 ნოე 2022, 01:30
საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მელარე გიორგი მამარდაშვილი ესპანურმა გამოცემა Batzine-მა "პსჟ"-ს კარის დარაჯს, ჯანლუიჯი დონარუმას შეადარა და ამასთან დაკავშირებით ქართველ მეკარეს კომენტარი სთხოვა.

"მიხარია, რომ მას მადარებენ. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, დონარუმამ კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. მის პროგრესს ყოველთვის ვაკვირდებოდი და მაგალითს მისგან ვიღებდი, ჯანლუიჯი ჩემთვის სამაგალითოა.

ბავშვობაში ჩემი კუმირი მანუელ ნოიერი იყო, მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი და ვცდილობდი
გერმანელის მსგავსი ქმედებები გამემეორებინა.

გასული წელი ჩემთვის არაჩვეულებრივი იყო. ლა ლიგაში ჩემი დებიუტი 21 წლის ასაკში შედგა. ვითამაშეთ კოპა დელ რეის ფინალში, დავმარცხდით, მაგრამ არა უშავს აქ ტიტულის მოგება მინდა. ",- განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გათამაშებაში "ვალენსია" 19 ქულით მე-10 ადგილს იკავებს