აზარი: "გერმანიის ჟესტი? აჯობებდა, ეს არ გაეკეთებინათ და გამარჯვებაზე ეთამაშათ"
ბელგიის ნაკრების კაპიტანმა ედენ აზარმა, გერმანიის ნაკრების ჟესტზე ისაუბრა.
ევროპული გუნდების უმრავლესობა მატჩებზე სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერი სამკლაურით აპირებდნენ გასვლას, თუმცა ფიფამ ამის გაკეთება აუკრძალა. ამის გამო, გერმანიის ფეხბურთელებმა, იაპონიასთან მატჩის წინ, სურათი პირზე ხელაფარებულებმა გადაიღეს.
„გერმანიის ჟესტი? უკეთესი იქნებოდა, მათ ამის გაკეთება არ ეცადათ და გამარჯვებაზე ეთამაშათ.
ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ და არა პოლიტიკური მესიჯების გასაგზავნად. ჩემი ზოგადი აზრი სამკლაურზე? ამაზე საუბარი არ მეკომფორტულება, აქ ფეხბურთის თამაშისთვის ვარ." - აღნიშნა აზარმა.