ავტორიზაცია

დანი ალვეში: "მბაპე ფენომენია, რომელმაც ჯერ ვერ გაიაზრა, რომ შეტევაში მასზე უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ"

დანი ალვეში: "მბაპე ფენომენია, რომელმაც ჯერ ვერ გაიაზრა, რომ შეტევაში მასზე უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ"
თარიღი 24 ნოე 2022, 16:08
დანი ალვეშს მიაჩნია, რომ ლეო მესი და ნეიმარი ჯერჯერობით მბაპეზე უკეთესი ფეხბურთელები არიან.

„მბაპე ფენომენია, რომელმაც ჯერ ვერ გაიაზრა, რომ შეტევაში მის გვერდით უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ. ნეიმარი და მესი უნიკალურები არიან. ისინი ხედავენ და აკეთებენ იმას, რასაც სხვები - ვერა. დიდი ფეხბურთელი ყოველთვის უნდა ხვდებოდეს და იაზრებდეს, ვისთან ერთად გადის მოედანზე. თანაგუნდელები შენი საუკეთესო თვისებების გამოვლინებაში გეხმარებიან.

ჭკვიანურად უნდა მოიქცე, რომ ნეიმარის და მესის პოტენციალიდან სარგებელი ნახო, ეს ორი გენიოსია. მიმაჩნია, რომ მეც არ ვარ ცუდი, მაგრამ ლეოს გვერდით თუ ვთამაშობ, პასებს მას ვაძლევ. იგივეს თქმა შემიძლია ნეიმართან თამაშზეც.

მბაპე რომ პასებს ნეიმარს და მბაპეს აძლევდეს, „პსჟ" 150 გოლს გაიტანდა. "- აღნიშნა ბრაზილიელმა ვეტერანმა.