დიდი ცვლილება ფეხბურთში: იანვრიდან ბევრი დრო სერია ა-ს მატჩებსაც დაემატება

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე თვალსაჩინო ისაა, რომ მსაჯები მატჩებს დიდ დროს უმატებენ ხოლმე.
თუ აქამდე 5 დამატებული წუთი ბევრად გვეჩვენებოდა, ახლა 5 წუთის დამატება ჩვეულებრივი ამბავია და შეიძლება ცოტაც იყოს.
როგორც ჩანს, დროის დამატების ეს ახალი ცვლილება იტალიური ფეხბურთის ასოციაციას მოეწონა.
იანვრიდან, როცა საკლუბო ფეხბურთი განახლდება, სერია ა-ს მატჩებშიც მსაჯები დიდ დროს დაამატებენ ხოლმე და იხელმძღვანელებენ როგორც გაკეთებული ცვლილებებით, ისე გოლების გატანით.
არ არის გამორიცხული, ეს ცვლილება პრემიერ ლიგაში, ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზეც ვიხილოთ.