VIDEO: პირველი ტურის ბოლო მატჩში ბრაზილიამ შოუ დადგა - დამაჯერებელი გამარჯვება სერბეთთან
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურის ბოლო შეხვედრაში ბრაზილიის ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდა.
"ლუსაილზე" გამართული შეხვედრა ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
მიუხედავდ იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელები პირველ ნახევარში უპირატესობას ფლობდნენ, დაწინაურება ვერ შეძლეს.
62-ე წუთზე ბრაზილიის ნაკრები რიჩარლისონმა დააწინაურა. აქედან 11 წუთში "ტოტენჰემის" 25 წლის ფორვარდმა მუნდიალის საუკეთესო გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.