ბერნანდესკი კვარაცხელიაზე: "ჩემი აზრით, ის სერია A-ში საუკეთესო ფეხბურთელია"

"ტორონტოს" იტალიელმა ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
28 წლის შემტევმა ქართველი გარემარბი შეაქო. მისი თქმით, კვარაცხელია სერია A-ში საუკეთესო ფეხბურთელია.
"ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიას სახით ექსტრაორდინალური ფეხბურთელი ჰყავს. ჩემი აზრით, ის სერია A-ში საუკეთესო ფეხბურთელია.
წლების განმავლობაში ასეთი სრულყოფილი მოთამაშე არ მინახავს - ქართველს აქვს დარტყმა, ფიზიკა, ინტელექტი, ხასიათი და დამანგრეველი სიჩქარე. ნაპოლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მისი შენარჩუნება გაუჭირდება", - თქვა ბერდნანდესკიმ.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი