ავტორიზაცია

ნაპოლი ბრაზილელი შემტევის ტრანსფერით ინტერესდება

ნაპოლი ბრაზილელი შემტევის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 26 ნოე 2022, 11:37
იტალიური საფეხბურთო კლუბი "ნაპოლი" ესპანური "ბეტისის" ბრაზილიელი თავდამსხმელის ლუის ენრიკეს შეძენით ინტერესდება. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ესპანური კლუბის ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა გამართა, სადაც ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში ფეხბურთელის გაყიდვის შესაძლებლობა განიხილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სიტუაციის განვითარებას ნეაპოლური გუნდის თავკაცი ლუჩიანო სპალეტი აკონტროლებს. 

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გარემარბმა ლა ლიგის 2022/23 წლების გათამაშებაში 12 შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.