ავტორიზაცია

ჯონ ობი მიკელი რონალდუზე: "ის არასდროს ყოფილა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, ამიტომ ყოველთვის მესის ავირჩევ"

ჯონ ობი მიკელი რონალდუზე: "ის არასდროს ყოფილა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, ამიტომ ყოველთვის მესის ავირჩევ"
თარიღი 26 Nov 2022, 12:26
"ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯონ ობი მიკელმა მანჩესტერ "იუნაიტედიდან" თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტის გაწყვეტაზე ისაუბრა.

"მე არასოდეს ვყოფილვარ რონალდუს ფანი. როცა ფეხბურთელს ამდენი ეგოიზმი აქვს, არ მესმის. ის არასდროს ყოფილა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, ამიტომ ყოველთვის მესის ავირჩევ.

როცა ვინმე ასეთ ინტერვიუს აძლევს, რითი ხარ დაზღვეული, რომ თუ ის შენს გუნდს იანვარში შეუერთდება, იგივეს არ გააკეთებს?” - თქვა ჯონ ობი მიკელმა.

პორტუგალიელი ვარსკვლავის "იუნაიტედთან" კონტრაქტის გაწყვეტა თავდამსხმელის სკანდალური ინტერვიუს მოჰყვა. 

მიმდინარე სეზონში რონალდუმ 16 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.