ავტორიზაცია

ბათუმმა მოიგო, დინამო თბილისი ჩემპიონობას მიუახლოვდა - ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება

ბათუმმა მოიგო, დინამო თბილისი ჩემპიონობას მიუახლოვდა - ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება
თარიღი 26 ნოე 2022, 16:08
ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურში საინტერესო შეხვედრები გაიმართა.

“დინამო თბილისი” სტუმრად “სამგურალს” დაუპირისპირდა და აგებდა, თუმცა იმრანმა გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, “დინამო ბათუმმა” “გაგრა” 4:1 გაანადგურა. “ტორპედომ” კი “სიონი” 3:0 დაამარცხა.

უმოტივაციო “საბურთალომ” აწ უკვე გავარდნილი “ლოკომოტივი” 1:0 დაამარცხა, “თელავმა” კი “დილასთან” 1:1 ითამაშა და უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა.

ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება - თუ “დინამო თბილისი” შინ “გაგრას” დაამარცხებს, ჩემპიონი გახდება.