ავტორიზაცია

VIDEO: რატომ აღვნიშნე გოლი რონალდუს სტილში? განელი ფეხბურთელი უპატივცემლობის ბრალდებებს პასუხობს

თარიღი 26 ნოე 2022, 21:12
განას ვარსკვლავმა ოსმან ბუკარიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნა პორტუგალიის ნაკრების კარში გატანილი გოლი კრიშტიანუ რონალდუს სტილში.

რონალდუს გულშემატკივრებმა ეს დაცინვად და პორტუგალიელის მიმართ უპატივცმელობად მიიღეს.

„თამაშის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩემ აღნიშვნას მოჰყვა კომენტარები, თუმცა კრიშტიანუს მიმართ უპატივცემლო ვიყავი.

ეს ტყუილია. ემოციებით ვიყავი აღსავსე იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნის მაისურით პირველი გოლი გავიტანე.

ჩემი ეს საქციელი არ ყოფილა უპატივცელობა ჩემი ერთ-ერთი კუმირის მიმართ. მადლობა მხარდაჭერისთვის.“ - აღნიშნა ფეხბურთელმა.