ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლებით რონალდუს და მარადონას გაუტოლდა

ლეო მესიმ მექსიკის კარში გატანილი გოლით მუნდიალზე საკუთარი გოლების რაოდენობა 8-მდე გაზარდა.
ამ მაჩვენებლით ის კვლავ გაუტოლდა პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც თავის მე-8 გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე, განასთან შეხვედრაში გაიტანა.
საინტერესოა, რომ რონალდუს გარდა, მესი დაეწია დიეგო არმანდო მარადონასაც, რომელმაც მუნდიალებზე ასევე 8 გოლის გატანა მოახერხა.
კიდევ ერთი დამთხვევა ის არის, რომ მესისაც და მარადონასაც 8 გოლის გასატანად 21 მატჩის ჩატარება დასჭირდათ.
თუმცა, ვერც მესი და ვერც რონალდუ, უდიდესი ალბათობით, ყველა დროის რეკორდის დამყარებას ვერც მიუახლოვდებიან, რადგან მირო კლოზეს დასაწევად კიდევ 8-8 გოლი სჭირდებათ.