მბაპემ მუნდიალზე გამორჩეული შედეგი დააფიქსირა - მსგავსი მიღწევა მხოლოდ პელეს აქვს

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დანიელებს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
მეორე ტაიმის 61-ე წუთზე კილიან მბაპემ ანგარიშის გახსნა. 68-ე წუთზე ანდრეას კრისტენსენმა წონასწორობა აღადგინა. 86-ე წუთზე გრიზმანის გადაცემას კვლავ მბაპე გამოეხმაურა და დიდიე დეშამის გუნდს მოაგებინა (2:1).
მბაპეს ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდი გოლი აქვს, ტურნირის ისტორიაში კი მხოლოდ ერთი მოთამაშეა, რომელმაც ასევე 7 გოლი გაიტანა 24 წლამდე - ეს კი ლეგენდალური ბრაზილიელი პელე გახლავთ.
მბაპეს ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდი გოლი აქვს, ტურნირის ისტორიაში კი მხოლოდ ერთი მოთამაშეა, რომელმაც ასევე 7 გოლი გაიტანა 24 წლამდე - ეს კი ლეგენდალური ბრაზილიელი პელე გახლავთ.