ავტორიზაცია

როცა მეკარის გაშვება ძვირად გიჯდება - როგორია დინამო ბათუმი სტატისტიკა ზაფხულის შემდეგ?

როცა მეკარის გაშვება ძვირად გიჯდება - როგორია დინამო ბათუმი სტატისტიკა ზაფხულის შემდეგ?
თარიღი 28 ნოე 2022, 13:49
ზაფხულში, ევროტურნირებზე ნაჩვენები ცუდი შედეგების შემდეგ, "დინამო ბათუმმა" მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.

მთავარი მეკარე ლაზარე კუპატაძე გუნდიდან გაუშვეს და იმის შემდეგ ბათუმელთა პირველი მეკარე მიხეილ ალავიძე გახდა.

ევროტურნირებზე წარუმატებლობის მიუხედავად, იმ დროს, "დინამო ბათუმი" ეროვნულ ლიგაში დომინირებდა და უახლოეს მდევრებს მთელი 9 ქულით ასწრებდა.

კუპატაძის გაშვების პარალელურად, აჭარულ კლუბს აშკარა ჩავარდნა დაეწყო, რაც უკვე შედეგებზე აისახა.

აგვიტოს შემდეგ, "დინამო ბათუმმა" შიდა ჩემპიონატში სულ 15 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაუშვა, უფრო მეტი, ვიდრე წინა 20 ტურში, როცა კარს კუპატაძე იცავდა.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გუნდმა ის 9-ქულიანი უპირატესობა გაანიავა, ამჟამად "დინამო თბილისს" ერთი ქულით ჩამორჩება და თუ ბოლო ტურში თბილისელები "გაგრას" შინ დაამარცხებენ, ჩემპიონებიც გახდებიან. 

"დინამო ბათუმი" საქართველოს თასიდანაც გამოეთიშა ასპარეზობას, როცა "დინამო თბილისთან" პენალტების სერიაში წააგო. ასე რომ, დიდი ალბათობით, წელს გია გეგუჩაძის გუნდი სეზონს უტიტულოდ ჩაამთავრებს.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი