ავტორიზაცია

ცეცაძის პირველი ტრანსფერი: თელავი ახალი სეზონისთვის გაძლიერებას იწყებს

ცეცაძის პირველი  ტრანსფერი: თელავი ახალი სეზონისთვის გაძლიერებას იწყებს
თარიღი 28 ნოე 2022, 14:00
გორის "დილასთან" მოპოვებული ქულის შემდეგ, დიდი ალბათობით, "თელავი" ეროვნულ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკვე მომავლისთვის მზადება დაიწყო და პირველი ტრანსფერიც გააკეთა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ახალი სეზონიდან, 25 წლის შემტევი ნიკოლაი ყიფიანი "თელავის" ღირსებას დაიცავს.

ყიფიანი "თელავთან" ერთად უკვე რამდენიმე თვეა ვარჯიშობს და ახალი წლიდან გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.

ბოლოს ის ყაზანის "რუბინსა" და "როტორში" თამაშობდა, მანამდე კი საქართველოს ჩემპიონატში, "რუსთავის" მაისურით გამოდიოდა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი