"მაისურები სულ ძირს ყრია", - აგუერომ მესი დაიცვა და მექსიკელ მოკრივეს მიმართა
არგენტინელმა ექს-ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, ლეო მესი დაიცვა, რომელიც დღეს მექსიკის მაისურის ფეხის მირტყმისთვის კრიტიკის ობიექტი გახდა.
ამის გამო, ლეოს მექსიკელი მოკრივე გამოეხმაურა, მესის დაემუქრა და შეუთვალა, ილოცე რომ არსად გადამეყაროო.
„მისტერ კანელო, თავის მართლების გზებს არ ვეძებ, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ იცით, რა ხდება საფეხბურთო გასახდელში.
მატჩების შემდეგ ისინი მუდმივად ძირს ყრია, იმიტომ რომ ოფლიანებია. თუ კარგად დააკვირდებით, ვიდეოზეც ჩანს, რომ მესი ბუცის გახდას ცდილობს და შემთხვევით ამ მაისურსაც სდებს ფეხს." - წერს არგენტინელი ტვიტერზე.