ავტორიზაცია

კრისტოფერ ნკუნკუ ლონდონის ჩელსის ფეხბურთელია - ფაბრიციო რომანო

კრისტოფერ ნკუნკუ ლონდონის ჩელსის ფეხბურთელია - ფაბრიციო რომანო
თარიღი 28 ნოე 2022, 17:20
გერმანული „ლაიპციგის" და საფრანგეთის ნაკრების შემტევი, კრისტოფერ ნკუნკუ, კარიერას ლონდონის „ჩელსიში" გააგრძელებს.

ფეხბურთელმა კლუბისთვის სამედიცინო შემოწმება სექტემბერში გაიარა და მას შემდეგ, კლუბები შეთანხმების მიღწევაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

„ჩელსის" ნკუნკუს ტრანსფერი დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაუჯდება - სწორედ ამდენია მისი გამოსასყიდი თანხა. 

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერის დახურვამდე მხოლოდ კონტრაქტის ოფიციალური ხელმოწერაა დარჩენილი, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია ის უკვე „ჩელსის" ფეხბურთელად მოვიაზროთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ნკუნკუ თავის ახალ გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდება და არა იანვარში.