ავტორიზაცია

ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდება და მუნდიალზე ითამაშებს?

ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდება და მუნდიალზე ითამაშებს?
თარიღი 28 ნოე 2022, 20:15
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ტრავმის გამო კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებს ყატარის  ტურნირზე ვერ დაეხმარებოდა. 

თავდამსხმელმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოქროს ბურთი მოიგო, გუნდი დატოვა, მაგრამ ბენზემას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს მას ხუთშაბათიდან დაიწყოს ვარჯიში. 

ამასობაში, RMC Sport იუწყება, რომ კარიმ ბენზემას აქვს შანსი დაბრუნდეს საფრანგეთის ნაკრების ბანაკში და ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე.

აღსანიშნავია, რომ კარიმ ბენზემა კვლავ საფრანგეთის ნაკრების განაცხადშია  და ტრავმის მიუხედავად, ის არცერთი ფეხბურთელით შეუცვლიათ.