ავტორიზაცია

VIDEO: პორტუგალიამ 1/8 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა - ურუგვაიმ საქმე გაირთულა და მხოლოდ საკუთარ თავზე აღარაა დამოკიდებული

VIDEO: პორტუგალიამ 1/8 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა - ურუგვაიმ საქმე გაირთულა და მხოლოდ საკუთარ თავზე აღარაა დამოკიდებული
თარიღი 29 ნოე 2022, 01:11
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში პორტუგალია ურუგვაის დაუპირისპირდა და ბრუნო ფერნანდეშის დუბლის წყალობით 2:0 გაიმარჯვა.

პირველი ნახევარი განსაკუთრებული მომენტების გარეშე წარიმამრთა და უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის 54-ე წუთზე რაფაელ გერეიროს პასის შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა, 90+3 წუთზე კი ბრუნომ დუბლი გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:0).

ამრიგად, პორტუგალიამ 1/8 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.  რაც შეეხება ურუგვაის, ალონსოს გუნდი მესამე ტურის წინ მხოლოდ საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული.