ავტორიზაცია

პორტუგალიისა და ურუგვაის მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა

პორტუგალიისა და ურუგვაის მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა
თარიღი 29 Nov 2022, 02:07
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდეში იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.

გარდა საინტერესო თამაშისა, აღნიშნულ მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.

კერძოდ, მუნდიალების ისტორიაში პირველად, ისე მოხდა, რომ ერთ მატჩში მონაწილეობა ხუთმა ისეთმა ფეხბურთელმა მიიღო, ვინც 35 წელსაა გადაცილებული.

პორტუგალიისა და ურუგვაის მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ, ედინსონ კავანიმ, დიეგო გოდინმა, პეპემ და ლუის სუარესმა ითამაშეს.