ავტორიზაცია

"რონალდუმ მითხრა, რომ ბურთს შეეხო და მეც ასე ვფიქრობდი "- ბრუნო ფერნანდეში

"რონალდუმ მითხრა, რომ ბურთს შეეხო და მეც ასე ვფიქრობდი "- ბრუნო ფერნანდეში
თარიღი 29 Nov 2022, 11:43
პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა ურუგვაის წინააღმდეგ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ  დასახელდა. სწორედ ფერნანდეშის დუბლის წყალობით დაიბევა პორტუგალიამ 1/8 ფინალური ეტაპის საგზური.

თუმცა, მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი აღიარებს, რომ პირველი გოლი კრიშტიანუ რონალდუს უნდა ჩათვლილიყო: „რონალდუმ მითხრა, რომ ბურთს შეეხო და მეც ასე ვფიქრობდი. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოვიგეთ, გუნდის წარმატება ყველაფერზე მაღლა დგას.

მატჩიდან მატჩამდრ უნდა მოვუმატოთ, შემდეგ თამაშშიც მოგებისთვის ვითამაშებთ. ეროვნული ნაკრებისთვის გოლის გატანა განსაკუთრებული გრძნობაა, მაშინაც კი, როცა ეს ამხანაგურ მატჩში ხდება“, - განაცხადა ფერნანდეშმა Rai-სთან ინტერვიუში.