ავტორიზაცია

ფიგუმ რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლაზე ისაუბრა

ფიგუმ რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლაზე ისაუბრა
თარიღი 29 ნოე 2022, 12:15
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერ "იუნაიტედიდან" წასვლაზე ისაუბრა. მხარეებმა შრომითი ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს.

„მხარეებმა ორმხრივი გადაწყვეტილება მიიღეს. ვფიქრობ, ეს მომგებიანია როგორც კლუბისთვის, ასევე ფეხბურთელისთვის.

რონალდუს წასვლა სჯობდა, რადგან ამ სეზონში პრაქტიკულად არ უთამაშია. კლუბმა დაინახა, რომ მას აღარ სურდა დარჩენა.

კრიშტიანოს მომავალი? ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ კლუბებზე, რომლებიც მას კონტრაქტს შესთავაზებენ. “, - თქვა ფიგუმ.