ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ძაკარდომ კიდევ ერთი ქართველი შემტევის ტრანსფერი დაანონსა
იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა მცველმა კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერის შუამავალი იყო, იტალიურ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მალე იტალიელებს კიდევ ერთი ქართველ ტალანტს წარუდგენს.
"არის კიდევ ერთი ქართველი ტალანტი, რომელიც 2003 წელს დაბადებული თავდამსხმელია. ძალიან საინტერესო მოთამაშეა და მის ვინაობას მოგვიანებით შევიტყობთ", - თქვა ძაკარდომ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონში ნეაპოლური გუნდის რიგებში 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.