ოფიციალურად: გიორგი გოჩოლეიშვილმა შახტართან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა
გიორგი გოგოჩოლეიშვილი დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია. ქართველ ტალანტს და უკრაინულ გუნდშ შორის 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ინფორმაციას უკრაინული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გოჩოლეიშვილი უკრაინულ გუნდს თბილისის "საბურთალოდან" შეუერთდა. ის სწორედ "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია და თბილისური გუნდის ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 2020 წლიდან თამაშობს.

21 წლის ფლანგის ფეხბურთელმა "საბურთალოში" 85 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გოჩოლეიშვილი საქართველო 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია, ახლახანს კი მაროკოს (0:1) წინააღმდეგ მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებშიც შედგა.