ავტორიზაცია

"დიახ, შემიძლია გამოვრიცხო", - ბაიერნში რონალდუს გადასვლა ოფიციალურად გამოირიცხა

"დიახ, შემიძლია გამოვრიცხო", - ბაიერნში რონალდუს გადასვლა ოფიციალურად გამოირიცხა
თარიღი 29 ნოე 2022, 21:13
ოლივერ კანმა კრიშტიანუ რონალდუს „ბაიერნში“ გადასვლა გამორიცხა.

ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია.

„დიახ, შემიძლია ეს გამოვრიცხო. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალი იყო დავფიქრებულიყავით, როგორ მოგვიხდებოდა ეს ტრანსფერი. თუმცა, შემადგენლობასთან დაკავშირებით ჩვენი ფილოსოფია გაგვაჩნია.

კრიშტიანუ რონალდუ გვიყვარს და აგვაფრთოვანებს, მაგრამ ის ჩვენს იდეებს არ შეესამაბება.“ - აღნიშნა მიუნხენური კლუბის გენერალურმა დირექტორმა.